ოკუპანტები დონეცკის ოლქში საცხოვრებელი უბანის ბომბავენ - არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოს საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. დაიღუპა 1, დაშავდა 2 ადამიანი.
დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ამბობს, რომ რუსულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
"ერთი ჭურვი პირდაპირ მაღალსართულიან შენობას მოხვდა. გარდა ამისა, დაზიანებულია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ჩამტვრეულია შენობების მინები", - თქვა კირილენკომ.