დმიტრი როგოზინმა ჭრილობიდან ამოღებული ჭურვის ნამსხვრევი საფრანგეთის ელჩს გაუგზავნა

04.01.23 16:11
დმიტრი როგოზინმა ჭრილობიდან ამოღებული ჭურვის ნამსხვრევი  საფრანგეთის ელჩს გაუგზავნა

რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა, ზურგიდან ამოღებული ჭურვის ნამსხვრევი, რუსეთში საფრანგეთის ელჩს გაუგზავნა.  „როსკოსმოსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა მოიხოვა, ტყვიის ფრაგმენტი პრეზიდენტ მაკრონს გადასცენ:

„გთხოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს გადასცეთ ჩემი ხერხემლიდან ქირურგების მიერ ამოღებული ფრაგმენტი. და ასევე უთხარით მას, რომ ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას დონბასში საფრანგეთის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო დანაშაულებზე.

ყველა ჩვენი მსხვერპლი თქვენს სინდისზეა, ისევე როგორც ფაშისტური უკრაინის გამოჩენა ევროპის რუკაზე თქვენს სინდისზეა" აცხადებს როგოზინი.

როგოზინი 21 დეკემბერს, ოკუპირებულ დონეცკში, დაიჭრეს.

მსგავსი სიახლეები