თავისუფლება მიშას, თავისუფლება საქართველოს! - სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ვენაში

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით მოქალაქეები ვენაშიც გამოვიდნენ. აქციაზე საქართველოს მოქალაქეებს გარდა უკრაინელები, ბელორუსები, ასევე ეთნიკური ჩეჩნებიც იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
ვენაში პროტესტის ადგილზე იმყოფება "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, რომელიც პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.
თავისუფლება მიშას, თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება ჩვენ, ემიგრანტებს, თავენ ჩვენი ნაწილი ხართ!, - ამბობენ აქციის მონაწილეები.