პუტინს კიბო სჭირს - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიბო აქვს.
კირილო ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის დაზვერვას ეს ინფორმაცია პუტინთან დაახლოებულმა პირებმა მიაწოდეს:
"ის ძალიან დიდი ხანია ავადაა, ვფიქრობ, მალე მოკვდება. ვიმედოვნებ... ვფიქრობთ, კიბოა", - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისივე განცხადებით, ომი პუტინის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს.