"ცინიკური მახე" - კიევი რუსეთის პატრიარქის მოწოდებაზე

"ცინიკური მახე" ასე უწოდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის ეკლესიის პატრიარქის მოწოდებას, რომელიც საშობაოდ 36 საათიანი ზავს ითხოვს.
მისი თქმით, "რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არ არის გლობალური მართლმადიდებლობის ავტორიტეტი და მოქმედებს როგორც "ომის პროპაგანდისტი".
მან მოუწოდა რუსეთს უკრაინელების გენოციდისკენ, წაახალისა მასობრივი მკვლელობები და დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციის კიდევ უფრო დიდ მილიტარიზაციას. ამრიგად, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადება „საშობაო ზავის“ შესახებ ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტია." - წერს პოდოლიაკი.