როგორ გამოყურება დაბომბილი ბახმუტი - Maxar Technologies სპუტინიკით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

კომპანია Maxar Technologies-მა სპუტნიკით გადაღებული დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოები, რომელიც „ტვიტერით გავრცელდა, შედარებისთვის 2022 წლის 1 აგვისტოს და 2023 წლის 4 იანვარს არის გადაღებული.
ქალაქი ბახმუტი ბოლო 6 თვის მანძილზე რუსეთის და უკრაინული ძალების ინტენსიური ბრძოლების ცენტრს წარმოადგენდა. ფოტოები შენობების და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებებს ცხადყოფს, - წერს კომპანია.