"ყალბი და თვალთმაქცურია" - შარლ მიშელი პუტინის საშობაო "ზავზე"

06.01.23 10:38
"ყალბი და თვალთმაქცურია" - შარლ მიშელი პუტინის საშობაო "ზავზე"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გარანტირებული გზა ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაა. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.

შარლ მიშელი დროებით "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ განკარგულებას ყალბს და თვალთმაქცურს უწოდებს. 

არის აგრესორი: კრემლი და არის მსხვერპლი: უკრაინელი ხალხი. რუსეთის ჯარების გაყვანა ერთადერთი სერიოზული ვარიანტია მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის. „ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე ყალბი და თვალთმაქცურია, როგორც უკანონო და აბსურდული ანექსია და თანმხლები რეფერენდუმები”, - წერს შარლ მიშელი.