1 დაღუპული და 7 დაშავებული - შობას ოკუპანტებმა ჰერსონი 39-ჯერ დაბომბეს

07.01.23 12:36
1 დაღუპული და 7 დაშავებული - შობას ოკუპანტებმა ჰერსონი 39-ჯერ დაბომბეს

გასულ 24 საათში ოკუპანტებმა ჰერსონის ოლქი 39-ჯერ დაბომბეს. დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ 7 დაშავდა. ინფორმაციას ჰერსონის ილქის სამხედრი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

რუსმა ოკუპანტებმა ოლქის ტერიტორია 39-ჯერ დაბომბეს. მშვიდობიანი დასახლებულ პუნქტებზე მტერმა იერიშები არტილერიიდან და ტანკებიდან მიიტანა. გასულ 24 საათში რუსების იერიშებს ერთი მაშველი ესმხვერპლა, 7 ადამიანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ,   - აღნიშნა იაროსლავ იანუშევიჩმა.