კირკოროვი, ლეპსი, ბილანი და სხვები - უკრაინამ რუს მომღერლებს სანქციები დაუწესა

08.01.23 09:51
 კირკოროვი, ლეპსი, ბილანი და სხვები - უკრაინამ რუს მომღერლებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. 
 

სანქცირებულთა სიაში არიან: ფილიპ კირკოროვი, დიმა ბილანი, გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინა, ირინა ალეგროვა,ლარისა დოლინა, ლიუბოვ უსპენსკაია; რეჟისორი ნიკიტა მიხაილკოვი და სხვები.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირებს უკრაინული აქტივები დაებლოკათ. შეწყდება მათთან ვაჭრობა, გაუქმდება ყველა ლიცენზია თუ ნებართვა, აიკრძალება ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია და საავტორო უფლებების გადაცემა.

სანქციები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.