ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში გაეროს მისიის წარმომადგენლები დაბომბეს
რუსეთმა "საშობაო ცეცხლის შეწყვეტის" პირობა დაარღვია - 7 იანვარს, ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას თავს დაესხნენ.
„აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, - აცხადებს ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტარუხი და დასძენს, რომ რუსეთის ფედერაცია „მართლმადიდებელი თალიბანია“, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანური ნორმები.
სტარუხის თქმით, რუსეთი აგრძელებს ომის ყველა წესის და საკუთარი რელიგიური მრწამსის იგნორირებას.