უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა

უკრაინელებმა რუსული ტყვეობიდან კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის 33 ოფიცერი და 17 რიგითი სერჟანტია.
"ტყვეთა მორიგი წარმატებული გაცვლა. ჩვენ დავაბრუნეთ სახლში 50 ჩვენი ჯარისკაცი. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ჯარების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისა და საზღვარო ძალების ბიჭები.
ჩვენ ვაბრუნებთ ადამიანებს, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავარდნენ ტყვედ, ასევე მარიუპოლის დამცველებს, ბიჭებს დონეცკიდან, ბახმუტიდან, ასევე კიევის რეგიონიდან, ჩერნიგოვის რეგიონიდან, ხერსონის რეგიონიდან და სხვა რეგიონებიდან. ბრძოლა გაგრძელდება"- წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი.