ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ

09.01.23 10:51
ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ

ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. 

მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეებს შენობის მწვანე ოთახი აქვთ დაკავებული. ბოლსონაროს მომხრეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არჩეული პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ. პროტესტის ტალღა ბრაზილიაში ინაუგურაციის შემდეგ დაიწყო.

ბრაზილიის გუბერნატორმა თქვა, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და გამოძიება გრძელდება.

ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, არჩევნების მეორე ტურში მან ბოლსო-ნარო დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები