ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ - მალგოჟატა გოშევსკა

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ, რათა მისი ბიზნეს და სამოგზაურო შესაძლებლობები შეეზღუდათ, - ეს განცხადება პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ გააკეთა.
მისი მტკიცებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს და რომლის თანხმობის გარეშე სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.