ოკუპანტებმა ხარკოვში ბაზარი დაბომბეს, არის მსხვერპლი - დაშავებულებს შორის 13 წლის გოგონაა

09.01.23 14:43
ოკუპანტებმა ხარკოვში ბაზარი დაბომბეს, არის მსხვერპლი - დაშავებულებს შორის 13 წლის გოგონაა

სარაკეტო იერიში ხარკოვზე - რუსულმა ძალებმა შევჩენკოვოს დასახლებაში ბაზარი დაბომბეს.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, შევჩენკოვოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის გოგონა, დაშავდა", - წერს სინეგუბოვი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 60 წლის ქალი გარდაიცვალა.