რუსები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლის მოსწავლეებს თანამემამულეების წინააღმდეგ საომრად ამზადებენ

რუსმა აგრესორებმა ოკუპირებულ დონეცკსა და ლუჰანსკში სკოლის იმ მოსწავლეების სიის შედგენა დაიწყეს, რომლებსაც სრულწლოვანების მიღწევასთან ერთად სამობილიზაციოდ გაამზადებენ. ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ,,წინააღმდეგობის ცენტრი" ავრცელებს.
ლუჰანსკსა და დონეცკში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც დაბადებული არიან 2005-2006 წლებში, აუცილებლად უნდა დადგნენ სავალდებულო სამხედრო აღრიცხვაზე.
რუსი აგრესორები ამ დროისთვის სავარაუდო სიას ადგენენ, ვისი წაყვანა შეუძლიათ ლუჰანსკისა და დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სკოლის დამთავრების შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ომში - ნათქვამია ,,წინააღმდეგობის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.