"სომხეთში წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია" - ფაშინიანის უარი ე.წ. ОДКБ-ს

10.01.23 20:50
"სომხეთში წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია" - ფაშინიანის უარი ე.წ. ОДКБ-ს

ნიკოლ ფაშინიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ე.წ. ОДКБ-ს სომხეთში სწავლების ჩატარებაზე უარს ეუბნება 

"სომხეთში წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.

ფაშინიანის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში 2023 წელს იგეგმებოდა რუსეთის სახმელეთო ძალების ნაწილებისა და უცხო სახელმწიფოების ეროვნული არმიების ნაწილების ერთობლივი წვრთნა სომხეთის ტერიტორიაზე. 

2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.