რუსულ ძალებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ - ISW

11.01.23 10:29
რუსულ ძალებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ - ISW

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსულ ძალებს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ, მიუხედავად რუსეთის ცრუ განცხადებებისა, რომ ქალაქი დაეცა და გარდაუვალი გახდა ბახმუტის ალყაში მოქცევაც.

„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ „ქვედანაყოფებმა კონტროლქვეშ აიღეს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის მთელი ტერიტორია“. პრიგოჟინის ეს განცხადება წუხელ, ტელეგრამით გაავრცელა მისმა პრესსამსახურმა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომელიც სოლედარზე კონტროლის დაკარგვას დაადასტურებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები