პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვოვში ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდნენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.
“სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან.
მადლობელი ვარ ანდჟეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” - წერს ზელენსკი.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჟეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანას სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას.