"საქართველოს მთავრობას მოვუწოდე, სააკაშვილს მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა" - ურმას რეინსალუ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ტვიტერზე წერს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ქართველ კოლეგასთან, რომლის დროსაც შეშფოთება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და საქართველოს მთავრობას მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობისკენ მოუწოდა.
"ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევაჩეროთ ომი უკრაინაში და როგორ სჭირდება უკრაინას მხარდაჭრა. ესტონეთი მხარს უჭრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოვუწოდე, რომ მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა", - წერს მინისტრი.