სასტიკი ბრძოლა მიდის, არასწორია თქმა, სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებს უკრაინა და რას რუსეთი - გენერალური შტაბი

12.01.23 16:20
სასტიკი ბრძოლა მიდის, არასწორია თქმა, სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებს უკრაინა და რას რუსეთი - გენერალური შტაბი

არასწორია პროცენტულად იმის შეფასება, თუ სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებს უკრაინა და რას რუსეთი - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე, ალექსეი გრომოვი აცხადებს.

"სოლედართან დაკავშირებით: არის სასტიკი ბრძოლები, პროცენტული თვალსაზრისით შეფასება არ არის მიზანშეწონილი. ქალაქის რომელ ნაწილს ვაკონტროლებთ და რომლის გაკონტროლებას ცდილობს მტერი. ბრძოლები მიმდინარეობს, სასტიკი ბრძოლები", - ამბობს გენერალი.

 ცნობისთვის, რუსეთმა ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოლედარს ისინი აკონტროლებენ. აღნიშნული უკრაინულმა მხარემ უარყო. 

მსგავსი სიახლეები