პოლონეთის სეიმმა 438 ხმით სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო
პოლონეთის სეიმმა 438 ხმით მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ოფიციალური ვარშავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.
პოლონეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს იხელმძღვანელოს მხოლოდ ჰუმანიტარიზმის აღიარებული პრინციპებით და პატივი სცეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომაეობის შესახებ შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდება. ექიმების დასკვნით მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღითიდღე უარესდება. მხედველობაში ვიღებთ მედიკოსების შემაშფოთებელ დასკვნებს, ამ დრამატულ ვითარებაში სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას იხელმძღვანელოს საერთაშორისო ჰუმანიტარული პრაქტიკით და მისცეს მიხეილ სააკაშვილს საშუალება მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება უცხოეთში. ასევე პოლონეთის სეიმი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და სთხოვს მას მიიღოს აქტიური მონაწილეობა სააკააშვილის გადარჩენის პროცესში. პოლონეთის სეიმი მხედველობაში იღებს , მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალბის მიღების და გამოჯანმრთლების შემდეგ ის დაბრუნდება საქართველოში და მოიხდის დაკისებულ მსჯავრს",- აცხადებს სეიმის მარშალი.