უკრაინის ჯარები ორგანიზებულად ტოვებენ სოლედარს - СNN

13.01.23 19:02
უკრაინის ჯარები ორგანიზებულად ტოვებენ სოლედარს - СNN

უკრაინის ჯარები ორგანიზებულად ტოვებენ სოლედარს - ამის შესახებ ტელეკომპანია СNN-ის გადამღები ჯგუფი უკრაინის ქალაქ სოლედარიდან იტყობინება.

ტელეკომპანიის კორესპონდენტ ბენ უედმანის თქმით, პარასკევს დღის პირველ ნახევარში მხარეები განაგრძობდნენ გააფთრებულ ბრძოლებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უკან დახევის ნიშნები კი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

"ჯარისკაცებს შორის პანიკა არ შეინიშნება", - ამბობს СNN.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია სოლედარის დატოვება.