პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

13.01.23 20:11
პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ არჩევნები, ომის მიუხედავად, დადგენილ ვადებში - 2024 წლის მარტში  გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ვლადიმირ პუტინი. ამის შესახებ „კომერსანტი“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პუტინს უფლება აქვს, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს 2024 და 2030 წლების არჩევნებში. თავად პუტინს, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი უკვე 18 წელი  უკავია ჯერ-ჯერობით არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები