სოლედარში 500-ზე მეტი ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვია - კირილენკო
ამ დროისთვის სოლედარში 500-ზე მეტი ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვია - ამის შესახებ ინფორმაიას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, სოლედარში მყოფ ადამიანებს აქვთ საკვების საჭირო მარაგი, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. კირილენკოს თქმით, გუშინ მათ მოახერხეს ქალაქ სოლედარიდან შვიდი ადამიანის ევაკუაცია.
ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინა უარყოფს. პენტაგონმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.
ბოლო დღეებია სოლედარს რუსეთი ინტენსიურად უტევს.