უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

14.01.23 16:31
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა უკრაინელები გააფრთხილა, არ უგულებელყონ გამოცხადებული საჰაერო განგაში, რადგან, მისი თქმით, ოკუპანტების მხრიდან მასიური სარაკეტო დარტყმაა მოსალოდნელი.

უკრაინელი მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:50 საათისთვის განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.

 

მსგავსი სიახლეები