დნიპროში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსს რაკეტა ესროლეს - მოსახლეობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი
დნიპროში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი რაკეტა ესროლეს - მოსახლეობა ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი
პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის ცნობით, უახლესი ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებიდან 15 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კი ზუსტდება.
„უბრალოდ მონსტრები, სულ მცირე 1 შესასვლელი აღარაა, ნანგრევების ქვეშ ის ხალხია, ვინც სახლში იყვნენ დღესასწაულებზე. მე ვიცი ეს სახლი... სიახლოვეს დავიბადე და ვცხოვრობდი. ვიცნობ ამ რაიონის ხალხს. სტუმართმოყვარეს და მეგობრულს“ - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.
დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვა გააგრძელა. უკრაინის უმეტეს რეგიონებში, მათ შორის კიევშიც საჰაერო განგაშია.