საქართველო რუსეთისთვის მაშველ რგოლად იქცა - "ნიუ იორკ თაიმსი"

14.01.23 19:17
საქართველო რუსეთისთვის მაშველ რგოლად იქცა - "ნიუ იორკ თაიმსი"

როგორ ხვდება დასავლური საქონელი სანქცირებულ რუსეთში? - იმპორტის ალტერნატიული მარშრუტები საქართველოზე გადის. სტატიას ამის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო ათი თვეა საქართველო რუსეთისთვის მაშველ რგოლად და ლოჯისტიკურ არხად იქცა და რომ უკრაინაში შეჭრით დასჯილ რუსეთს ეკონომიკურ შტორმი სწორედ ჩვენმა ქვეყანამ გადაატანინა.

სტატიაშია ნათქვამია, რომ საქართველოს საზღვარზე სატვირთოების გრძელი რიგია. რუსეთში ჩვენი ქვეყნის გავლით შედის მანქანის ნაწილები, სამრეწვლო მასალები და პროდუქტები.

მსგავსი სიახლეები