დიდი ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2-ის ტანკებს გააგზავნის - განცხადებას რუსეთის მუქარა მოჰყვა

14.01.23 19:23
დიდი ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2-ის ტანკებს გააგზავნის - განცხადებას რუსეთის მუქარა მოჰყვა

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2-ის ტანკებს გააგზავნის. უკრაინის პრეზიდენტის ტვიტერზე გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას რუსეთის მუქარა მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დღეს პრაქტიკულად ტანკების განადგურება დაანონსა. 

"მიწოდებული იარაღი გახდება რუსეთის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე". - უთხრა ზახაროვამ BBC-ის. 

ჩელენჯერ ორი ბრიტანული არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია. რიში სუნაკი დაწმუნებულია, რომ უკრაინის არმიას ეს ტექნიკა “რუსული ჯარების დამარცხებაში” დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები