21 გარდაცვლილი - დნიპროში რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

დნეპრის ოლქის ქალაქ დნიპროში სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ 40-მდე ადამიანს ეძებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ბეტონის ნამსხვრევების ქვეშ არიან მოყოლილი მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ბოლო ცნობებით, დნიპროში რუსეთის მიერ მოწყობილ ტერაქტს 21 ადამიანი შეეწირა, დაჭრილების რაოდენობა 70-ს აღემატება, ყველაზე უმცროსი კი სამი წლის გოგონაა.