უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, უნდა მივაწოდოთ მოსაგებად საჭირო იარაღი - იენს სტოლტენბერგი

"უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანას უნდა მიეწოდოს ის იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის სჭირდება" - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში ისაუბრა.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უმოკლესი გზაა მშვიდობისკენ.
მისივე თქმით, გერმანიის მიერ უკრაინისთვის Marder-ის ტიპის საბრძოლო მასალების გადაცემა სწორი ნაბია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა მეტის გაკეთება.