დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - დაღუპულთა შორის 2 ბავშვია

16.01.23 10:00
დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - დაღუპულთა შორის 2 ბავშვია

14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანი გადაარჩინეს, იძებნება კიდევ 40 ადამიანი.

9-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 75 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 14 ბავშვია.  სამაშველო ოპერაციის თვითმხილველები არიან ეთნიკურად ქართველებიც.