როცა ბოროტება თქვენთანაც მოვა, აღარავინ იქნება თქვენი დამცველი - ზელენსკი რუსებს

"როცა ბოროტება თქვენთანაც მოვა, აღარავინ იქნება თქვენი დამცველი" - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს მიმართავს.
თქვენი მხდალი დუმილი და თმენა იმისა, რაც ხდება, დამთავრდება იმით, რომ ერთხელ იგივე ტერორისტები თქვენთანაც მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ. ბოროტება ყოველთვის იმახსოვრებს მათ, ვისაც მისი ეშინია ან გარიგებას ცდილობს. და როცა ბოროტება თქვენთანაც მოვა, აღარავინ იქნება თქვენი დამცველი,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.