არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია - დნიპროს მერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადება, ქალაქ დნეპროს მერმა და უკრაინის საჰერო თადაცვამ უარყო. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმადაც რაკეტა, რომელიც უკრაინის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ურკაინის საჰერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.
"უკრაინას არ გააჩნია X-22 ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები სისტემა არ გააჩნია, " - აცხადებს დნეპროს მერი და ამბობს, რომ არესტოვიჩი უკრაინული არმიის დისკრედიტაციას ცდილობს.
არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა. ამაზე რაეგირებაა საჭირო. ეს არის საჩუქარი რუსული პროპაგანდისადმი. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ კონტრდაზვერვამ მას კითხვები უნდა დაუსვას. გამოვიდა ადამიანი და ამ სიტუაციის სრული დისკრედიტაცია მოახდინა, - განაცხადა ბორის ფილატოვმა.