დნიპროში დაიღუპა ცოლ-ქმარი, რომელიც რუსულ აგრესიას ნიკოპოლიდან გამოექცა

დნეპრში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა ცოლ-ქმარი, რომელიც რუსულ აგრსიას ნიკოპოლიდან გამოქეცა. სასწაულებრივად გადარჩნენ მათი შვილები.
ოჯახის ახლობლის ცნობით, სარაკეტო იერიშის დროს ირინა და მაქსიმი მე-8 სართულზე, სწორედ იმ სადარბაზოში მდებარე ბინაში იმყოფებოდნენ, რომელიც ოკუპანტების ძალისხმევით სრულად ჩამოინგრა.
რუსეთი ჩვენს სახლში მოვიდა. ბევრმა იცის, ბევრმა არა, მაგრამ დუმილი ახლა არარეალურია. ეს ჩენი ცხოვრების ყველაზე ჯოჯოხეთური 12 საათია. სწორედ ამ სახლში, ამ საბედისწერო სადარბაზოში ცხოვრობდა ჩემი ანტონის და. მე-8 სართულზე, - წერს ნათესავი სოციალურ ქსელში.
მისივე ცნობით, ბავშვები იმ დროისათვის მშობლებს ქუჩაშ ელოდნენ. საუბარია 9 წლის თემურსა და 14 წლის კაროლინაზე, რომლებიც ამ დროისათის საავადმყოფოში იმყოფებიან.
დამპალმა რუსეთმა ოჯახი გაანადგურა. რისთის? ნახევარი წლის წინ ისინი ნიკოპოლში დაუსრელებელ დაბომბვებს გამოქეცნენ და რა მიიღეს?, - წერს ქალი.