რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ინ ნაწილს, რომელსაც ვერ აკონტროლებენ, 90-ჯერ შეუტიეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის თავისუფალი ნაწილს 90-ჯერ შუტიეს. ოლქის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის, ინფორმაციით, მტრის საარტილერიო და სატანკო თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა სამოქალაქო სექტორი.
მისივე ინფორმაციით, ხერსონი რუსებმა 21-ჯერ დაცხრილეს, მათ საცხოვრებელ ბინებს გაუხსნეს ცეცხლი. უნდა აღინიშნოს, რომ მტერმა მიზანმიმართულად შეუტია ,,წითელი ჯვრის" ოფის, ქალაქის საავადმყოფოსა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრს, სადაც ინვალიდები გადიან მკურნალობის კურსს.
იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსმა აგრესორებმა ასევე დაცხრილეს გემთმშენებელი ქარხანაც.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული აგრესიის შედეგად 3 ადამიანი დავკარგეთ, რუსები მოსახლეობის ტერორს კვლავ განაგრძობენ - განაცხადა იანუშევიჩმა.