ხერსონის ოლქის ქალაქ დნიპროში უწყვეტი სამაშველო ოპერაცია 48 საათია, მიმდინარეობს
უკვე 48 საათია, ხერსონის ოლქის ქალაქ დნიპროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი ნანგრევებში არის მოყოლილი და შველას ითხოვს.
დნიპროში ბეტონის ფილების ქვეშ ცოცხალი ადამიანების ხმები კვლავ ისმის და მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ.
მაშველებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში 39 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა, მათ შორის 3 ბავშვია.
დაღუპულთა რიცხვი დნიპროში ყოველ საათს იზრდება - 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსებმა იქს 22 ტიპის რაკეტა ესროლეს.