ბავარიაში ტრადიციული ლუდის ფესტივალი გადაიდო

03.05.21 18:37
ბავარიაში ტრადიციული ლუდის ფესტივალი გადაიდო

ტრადიციული ლუდის ფესტივალი ,,ოქტობეფესტი", რომელიც ყოველწლიურად მიუნხენში იმართება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გადაიდო- იუწყება გამომცემლობა Deutsche Welle. ბავარიის პრემიერ-მინისტრის, მარკუს ზიოდერის, განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ იმის გამო მიიღო, რომ ფესტივალის მონაწილეები ვერ შეძლებდნენ უსაფრთხოების ნორმებისა  და სოციალური დისტანციის დაცვას.

ლუდის ფესტივალი პირველად მიუნხენში 120 წლის წინ გაიმართა. ამ პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ 2020 წელს გადაიდო, წელს კი ეს აკრძალვა განმეორდა.