დროა, არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვოს! - ოლექსეი გონჩარენკო

17.01.23 10:45
დროა, არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვოს! - ოლექსეი გონჩარენკო

უკრაინის რადაში პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის გადაყენებას ითხოვენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო წერს.

გონჩარენკო მიიჩნევს, რომ არესტოვიჩის ქმედებებში სახელმწიფო ღალატის ნიშნების იკვეთება. 

დროა, არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვოს! პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატენთან ერთად ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. 

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

1. არესტოვიჩი ნუდა წავიდეს

2.   გავრცელდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს არ აქვს კავშირი პრეზიდენტის ოფისთან;

3. დეპუტატების მიმართვა გავუგზავნეთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, რადგან არესტოვიჩის მოგონილი ამბები ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს.

ომის დროს ჩვენ ყურადღებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა არესტოვიჩივით, - წერს გონჩარენკო.

მსგავსი სიახლეები