დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა
უკრაინელმა მაშველებმა უკვე შეძლეს ნანგრევების 90%-ის გამოკვლევა, რომელიც დნიპროში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ დნიპროში 40-ს მიაღწია, თუმცა, ეს საბოლოო რიცხვი არ არის, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, კიდევ იყვნენ ადამიანები. ინფორმაციას დნეპროტეროვსკიდს სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ადასტურებს.
რუსული საარტილერიო იერიშის შედეგად 14 იანვრიდან დღემდე გარდაიცვალა 40 ადამიანი, 79 დაჭრილია, მათ შორის, 16 ბავშვია.
დაჭრილთაგან 28 იმყოფება საავადმყოფოში, რომელთაგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
არსებული ინფორმაციის საფუძველზე მაშველები ნანგრევებში კორპუსის კიდევ 25 მაცხოვრებელს ეძებენ.
Всего в результате российского удара по жилой многоэтажке 14 января погибли 40 человек и 79 получили ранения. Среди пострадавших 16 детей. 28 раненых находятся в больницах, 10 из них – в тяжелом состоянии.