2022 წელს დაიბადა 9,5 მლნ და გარდაიცვალა 10, 14 მილიონი ადამიანი - ჩინეთში დემოგრაფიული პრობლემებია

17.01.23 12:46
2022 წელს დაიბადა 9,5 მლნ და გარდაიცვალა 10, 14 მილიონი ადამიანი - ჩინეთში დემოგრაფიული პრობლემებია

პირველად 60 წლის განმავლობაში ჩინეთში მოსახლეობის რიცხვის ზრდა შეწყდა - გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა. ინფორმაციას ჩინეთის სტატისტიკის ბიურო ავრცელებს. 

სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ჩინეთში 2022 წელს დაიბადა 9,56 მლნ და გარდაიცვალა 10, 14 მილიონი ადამიანი. ბოლო დროს მსგავსი კლება ჩინეთში 1958-60 წლებში დაფიქსირდა, მაო ძედუნის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილობა მძვინვარებდა. 

ჩინეთში შობადობა იკლებს - მეცნიერების პროგნოზით, 2035 წელს ჩინეთის მოსახლეობის მესამედი, ანუ  400 მილიონი ადამიანი, 60 წელს გადაშორებული იქნება.

ქვეყნის ლიდერმა, სი ძინპინმა, დემოგრაფიული პრობლემა პრიორიტეტულად აღიარა და პირობა დადო, რომ შექმნის პოლიტიკის ეროვნულ სისტემას, რომელიც შობადობის გაზრდისკენ იქნება მიმართული. 

2016 წელს ჩინეთში შეიცვალა წესი, რომლის მიხედვითაც წყვილს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდა, ამჯერად ოჯახს უკვე 3 შვილის ყოლის საშუალება მიეცა.