ოლექსეი არესტოვიჩი გადადგა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, გადადგა - განცხადება ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
არისტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის ცნობებს უკრაინული მედიაც ადასტურებს.
"დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი. პრინციპული შეცდომა - ნიშნავს გადადგომას", - წერს არესტოვიჩი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი სკანდალში რამდენიმე დღის წინ გაეხვა, როცა თქვა, რომ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული Х-22 რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია. ამ განცხადების გამო არისტოვიჩს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.
მეტიც, რადას დეპუტატებმა მისი თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.