სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ბელორუსში სვეტლანა ტიხანოვსკაიას სასამართლო პროცესი დაიწყო
მინსკის საქალაქო სასამართლოში ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის სასამართლო პროცესი დაიწყო. თავად სვეტლანა ტიხანოვსკაია პროცესს არ ესწრება, რადგან ლიეტუვაში ემიგრაციაში იმყოფება.
განსასჯელის სკამზე არიან ოპოზიციის სხვა ლიდერებიც- პაველ ლატუშკო, მარია მაროზი, ოლგა კოვალკოვა და სერგეი დილკევსკი.
ოპოზიციის ლიდერებს ბრალად მასობრივი არეულობის მოწყობაი, სახელმწიფო შენობების ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდება და სახელმწიფო ღალატი ედებათ.
სვეტლანა ტიხანოვსკაია სასამართლო პოროცესს ფარსს უწოდებს.
ეს არ არის სასამართლო პროცესი- ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის შოუ, ფარსი. ეს არის ლუკაშენკოს პირადი შურისძიება იმ ხალხის მიმართ, ვინც არ ემორჩილება და უპირისპირდება მას - განაცხადა ტიხანოვსკაიამ პროცესზე კომენტირებისას.