რუსეთის არმია მილიონ-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს - პუტინის გადაწყვეტილება

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის ჯარების რაოდენობა სამი წლის განმავლობაში მილიონ-ნახევრამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ადმინისტრაციული რეფორმების გატარების გარდა, რუსეთი გააძლიერებს საზღვაო, საჰაერო კოსმოსური და სტრატეგიული სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.
სერგეი შოიგუმ ასევე ისაუბრა საკონტრაქტო მოსამსახურებით ჯარების დაკომპლექტებასა და საწვრთნელი პოლიგონების რაოდენობის გაზრდაზე, მათ შორის რუსეთის ე.წ. „ახალ ტერიტორიებზე“