უკრაინა კვლავაც მიიღებს შეიარაღებას, რომელიც წარმატებისთვის სჭირდება - ენტონი ბლინკენი
უკრაინა კვლავაც მიიღებს შეიარაღებას, რომელიც წარმატებისთვის სჭირდება - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას მუდმივად აწვდის იმ შეიარაღებას, რომელიც ბრძოლის ველზე სჭირდება, რამაც უკრაინელი სამხედროების სიმამაცესთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა დღემდე მიღწეულ წარმატებებში და ეს პროცესი გაგრძელდება.
რუსები ცდილობენ გაავრცელონ ნარატივი, რომ ისინი დაინტერესებული არიან დიპლომატიით. რუსეთის მოთხოვნა უკრაინის მიერ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შესახებ მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას.
შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას რუსეთის აგრესიის განვითარების შესაბამისად ისევ გააგრძელებს - „სტინგერი“ „ჯაველინი“ და „ჰაიმარსი“ და ახლა აუკვე „ბრედლი“ და „პეტრიოტი“.
ამერიკა უკრაინას მუდმივად აწვდის იმ შეიარაღებას, რომელიც ბრძოლის ველზე სჭირდება და ეს დახმარება უკრაინელი სამხედროების სიმამაცესთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს დღემდე მიღწეულ წარმატებებში"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
პრესკონფერენციაზე გაირკვა ისიც, რომ აშშ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს.
ირკვევა ისიც, რომ მიმდინარე წლის 17 იანვარს, სატელეფონო საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარდაჭერა უნდა იყოს მდგრადი და ეფექტური.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკვე აღმოუჩინა.