უკრაინის NATO-ში გაწევრიანება სათანადო შედეგი იქნება - ჯენრი კისინჯერი

"მიმაჩნია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება სათანადო შედეგი იქნება" - აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯენრი კისინჯერმა პოზიცია რადიკალურად შეიცვალა.
როგორც მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, ომამდე ის NATO-ში უკრაინის წევრობის წინააღმდეგი იყო:
ამ ომამდე მე NATO-ში უკრაინის წევრობის წინააღმდეგი ვიყავი, რადგანაც მეშინოდა, რომ სწორედ ის პროცესი დაიწყებოდა, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალს. ამ პირობებში ნეიტრალური უკრაინის იდეას აზრი არ აქვს. მიმაჩნია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება სათანადო შედეგი იქნება"- თქვა ჯენრი კისინჯერმა.