ევროპის ყველაზე ხნიერი მონაზონი გარდაიცვალა

18.01.23 11:01
ევროპის ყველაზე ხნიერი მონაზონი გარდაიცვალა

ფრანგი მონაზონი ლუსილ რანდონი, რომელიც  ევროპის ყველაზე უხუცესი ადამიანი იყო,  118 წელის ასაკში გარდაიცვალა.  

ფრანგი მოინაზონი ახალგაზრდობაში რანდონი ჰოსპიტალში მუშაობდა, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა. სიცოცხლის ბოლომდე კი ქალაქ ტულონში მოხუცთა სახლში ცხოვრობდა. 

ევროპის უხუცესი მცხოვრების წოდება რანდონს 116 წლის იტალიელი მარია-ჯუზეპა რობუჩი-ნარჯიზოს გარდაცვალების შემდეგ გადაეცა. 

2021 წელს, მონაზონს COVID-19 დაუდგინდა, თუმცა, ვირსი მალე დაამარცხა. 

სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, ლუსილ რანდონი 17 იანვარს, ძილში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ პლანეტის უხუცესი მცხოვრები გახდა 115 წლის ესპანელი მარია ბრანიას მორერა.

მსგავსი სიახლეები