ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა
ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა. დაღუპულია კიდევ 18 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
სულ ცნობილია 16 დაღუპულის შესახებ, ორი მათგანი ბავშვია. მათ შორის, 9 ადამიანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. კიდევ 22 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქედან 10 ბავშვია, - წერს კლიმენკო.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის ცნობით, აღნიშნული ვერტმფრენის უკრაინის საგანგებო სიტუაციების საჭიროებებისთვის იყო განკუთვნილი.
ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.