არაოფიციალური ვერსია: ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ნისლი იყო

18.01.23 13:51
არაოფიციალური ვერსია: ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ნისლი იყო

არაოფიციალური ვერსიით, ბროვარში უკრაინული ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზად ნისლი სახელდება. ინფორმაციას უკრაინელი ტელეჟურნალისტი ანდრეი  ცაპლიენკო თითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვერსიის თანახმად, ძლიერი ნისლის გამო პილტომა შენობები ვერ შენიშნა, მკვეთრი მანევრი შეასრულა და ვერტმფრენზე კონტროლი დაკარგა. 

შეგახსენებთ, რომ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა. დაღუპულია კიდევ 18 ადამიანი, მათ სორის 2 ბავშვია.