ბროვარის საბავშვო ბაღში, სადაც დღეს ავიაკატასტროფა მოხდა, საგამოძიებო ქმედებები კვლავ მიმდინარეობს

18.01.23 20:15
ბროვარის საბავშვო ბაღში, სადაც დღეს ავიაკატასტროფა მოხდა, საგამოძიებო ქმედებები კვლავ მიმდინარეობს

ბროვარის საბავშვო ბაღის ტერიტორია ყვავილებით არის მოფენილი. ადგილობრივები დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ტრაგედიის ადგილას კი საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე - ტერაქტი, დივერსია, ან ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართობა.  

ვერტმფრენი, რომელსაც ძალოვანი უწყების პირველი პირები გადაყავდა,  საბაშვო ბაღის ეზოში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფებიდან ყველა ადგილზე დაიღუპა.

ავიაკატასტროფის შედეგად 11 ბავშვი დაშავდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. მან სამი წრე დაარტყა და შემდეგ ვარდნა დაიწყო. ახლა ყველა ელოდება შავი ყუთის გაშიფვრას, რომელმაც ბევრ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ომის დანაშაულებებს იძიებდა. სწორედ დენის მონასტერსკი იყო მთავარი პერსონა, რომელმაც ბუჩასა და ირპენში  რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებები მოიპოვა. ამიტომ გამოძიება დივერსიის, ან  ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.

ავიაკატასტროფამ უკრაინის შს მინისტრი, უწყების მაღალჩინოსნები და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იმსხვერპლა.

 

 

მსგავსი სიახლეები