ნგრევა მექსიკის მეტროში - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

04.05.21 12:12
ნგრევა მექსიკის მეტროში - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

უბედური შემთხვევა მექსიკაში - დედაქალაქ მეხიკოში მეტროს ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე  20 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაახლოებით 70 ადამიანი დაშავდა. 

მეტროს ნანგრევებში რამდენიმე მანქანაც არის მოყოლილი. მაშველები ამ დრომდე ნანგრევებში გაუჩინარებულებს ეძებენ, შესაბამისად, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის ზრდაც.

ამ ეტაპზე უცნობია ნგრევის მიზეზი.